IRI-ის კვლევით, რესპონდენტთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ რუსული აგრესია კვლავ გრძელდება

IRI-ის კვლევით, რესპონდენტთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ რუსული აგრესია კვლავ გრძელდება

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ რუსული აგრესია კვლავ გრძელდება. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23% ფიქრობს, რომ რუსული აგრესია დასრულებულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს აგრესია კვლავ განახლდეს. რესპონდენტთა 10%-ის შეფასებით, საქართველოს მიმართ რუსული აგრესია დასრულდა და მის განახლებას არ ელის. 

ამასთან, IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე: ”რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს საქართველოში ყოფნით?” რესპონდენტთა 47% პასუხობს, რომ უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე დაუცველად, გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ ის დაცულია, 28%-ის აზრით უფრო დაუცველია, ვიდრე დაცული, 9% კი ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ის საქართველოში ყოფნით დაუცველია.