IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. გამოკითხულთა მხოლოდ 5% უჭერს მხარს პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +-2,5%-ია.