IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა „გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას ნეგატიურად აფასებს.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: „როგორ შეაფასებდით „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შეცვლას? - უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 58 %-მა გასცა.
ახალ ხელშეკრულებას პოზიტიურად აფასებს 11 %, 16 %-მა განაცხადა, რომ „არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად“, ხოლო 15 %-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.