კაილი მინოუგის ახალი სინგლი - „Timebomb“ (VIDEO)

კაილი მინოუგის ახალი სინგლი - „Timebomb“ (VIDEO)

ავსტრალიელმა მომღერალმა კაილი მინოუგიმ ახალი სინგლი ჩაწერა. სახელწოდებით -„Timebomb“. ახალი კომპოზიცია იმ  პროექტის ნაწილია, რომლის მზადებაც მომღერალმა ცოტა ხნის წინ დაიწყო და რომელიც მისი მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.  ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ახალი სინგლი „The Best of Kylie Minogue“-ის ჰიტებში არ შევა.  „The Best of Kylie Minogue“-ს რელიზი ივნისის დასაწყისშია დაგეგმილი. ახალი  სიმღერა მუსიკალური გამომცემლობების ჟურნალისტებმა უკვე შეაფასეს დადებითად.

ავსტრალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი - კაილი მინოუგი 1968 წლის 28 მაისს მელბურნში, ავსტრალიაში დაიბადა. კაილი გრემის ჯილდოს მფლობელია. ის 11 წლის ასაკიდან  მონაწილეობდა სატელევიზიო საპნის ოპერებში.  განსაკუთრებულ წარმატებას 1980-იან წლებში მიაღწია, როცა ითამაშა ავსტრალიურ ტელესერიალში „მეზობლები“ და პარალელურად, პოპ შემსულებლადაც ჩამოყალიბდა. უორნერ მიუზიკ ავსტრალიაზე დაყრდნობით, მონოუგს მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კაილი ყოველთვის დიდი პოპულიარობით სარგებლობდა  თანამდროვეობაში.  მომღერალს ცხოვრებაში უამრავი ტკივილის გადაიტანა მოუწია. ყველაზე ძლიერი კი, მისგან დამარცხებული სენი იყო. 2005 წელს მომღერალს მკერდის სიმსივნე დაუდგინეს, მაშინ  43 წლის ვარსკვლავი დროული დიაგნოსტიკისა და წარმატებული ოპერაციის წყალობით საბოლოოდ განიკურნა.  მკერდის კიბოს დამარცხებით კაილი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა და  სამეცნიერო ხარისხი ისე მიიღო, რომ უნივერსიტეტიც კი არ დაუმთავრებია.

სახელგანთქმულმა ბრიტანულმა უნივერსიტეტმა Anglia Ruskin-მა მას ვალეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ამიერიდან სრული უფლება აქვს, საკუთარ თავს დოქტორი მინოუგი უწოდოს და ხელიც ასევე მოაწეროს. ვარსკვლავს ასეთი საპატიო ტიტული სარძევე ჯირკვლის სიმსივნესთან ბრძოლაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიანიჭეს. 

მას შემდეგ მომღერალი  სცენას აქტიურად არ დაბრუნებია და უფრო დიდ დროს საქველმოქმედო საქმიანობას უთმობდა, კაილი სპეციალურ პროგრამებში ჩაერთო და მკერდის სიმსივნის პროფილაქტის პროპაგანდას შეუდგა.