ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „That’s Why God Made the Radio” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 5 ივნისს იხილავს. დისკი ხმის ჩამწერ სტუდიაში „Capitol” მომზადდა.
ჯგუფი „The Beach Boys” 1961 წელს, ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარე პატარა დასახლებულ პუნქტში გოტორნში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის იდეა სამ ძმა უილსონებს გაუჩნდათ.
ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ბას-გიტარა ბრაიან უილსონი, ვოკალისტი კარლ უილსონი, მედოლე დენის უილსონი, ვოკალისტი მაიკლ ლავი და გიტარისტი ალან ჯარდინი. მათი პირველი ალბომი „Surfin Safars” 1961 წლით არის დათარიღებული. სამწუხაროდ მას წარმატება არ მოჰყოლია.
ჯგუფმა პოპულარობას 1963 წელს მიაღწია, როდესაც გაყიდვაში მათი სინგლი „Surfin’ USA” გამოჩნდა.
„The Beach Boys”-ის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი 1995 წელს გამოშვებული ალბომი „Stars and Stripes. Vol. 1“ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მუსიკოსები ძირითადად ძველი კომპოზიციების გადაკეთებით იყვნენ დაკავებული.