პოლიციის ვერსიით, ლონდონის ტერაქტის შემსრულებელი ისლამურ ტერორიზმთან არის დაკავშირებული

პოლიციის ვერსიით, ლონდონის ტერაქტის შემსრულებელი ისლამურ ტერორიზმთან არის დაკავშირებული

პოლიციის ვერსიაა, რომ ლონდონში ტერაქტის შემსრულებელი ისლამურ ტერორიზმთან არის დაკავშირებულა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, მაიკლ ფელონმა რადიო „ბიბისის“ეთერში.

„პოლიცია გამოძიებას ატარებს თუ ვინ არის ტერაქტის შემსრულებელი, ჰყავს თუ არა თანამზრახველები, საიდან არის ის“, - განაცხადა ფელონმა.

„პოლიცია ოპერატიულად ამოწმებს იყვნენ თუ არა სხვა პირები ჩართულნი აღნიშნულ ტერაქტში. პოლიციის სამუშაო ვერსია არის ის, რომ ტერაქტი დაკავშირებულია ისლამურ ტერორიზმთან“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ის პოლიციელია, რომელიც თავდამსხმელმა დანით დაჭრა. გუშინდელ ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ექვს მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა და შვიდი პირი დააკავა.