მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას

მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი ყოველთვის იდგება ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას. 21-ე საუკუნეში ვერ გაიმარჯვებს ადამიანისა და პროგრესის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ის პოლიციელია, რომელიც თავდამსხმელმა დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ტერაქტი ერთმა ადამიანმა განახორციელა. ბუკინგემის სასახლესთან მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებული იყო დაცვა.