უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონი არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს.

უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონი არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს.

გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოვისმინეთ პრეზიდენტის წარმომადგენლის ე. წ. მოტივირებული შენიშვნები, თუმცა ვერცერთი დასაბუტებული არგუმენტი ვერ მივიღეთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემას შექმნის აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს.

ჩვენ დავსვით კონკრეტული შეკითხვები, თუ რა პრობლემას ქმნიდა ჩვენ მიერ შეთავაზებული ვერსია, და პასუხები ვერ მივიღეთ, ეს არ იყო არგუმენტირებული იურისტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები, შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩვენ ვიღებთ ძალიან დაბალანსებულ მექანიზმს. შესაბამის სააგენტოს არ ექნება ფარული საგამოძიებო მოქმედების უშუალო განხორციელების უფლებამოსილება, როგორც გამოძიების ორგანოს.

ეს იყო მთავარი მოთხოვნა საქართველოს მიერ და შესაბამისად ჩვენ ვასრულებთ, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას, იმ მხრივ, რომ ამ საააგენტოს არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციები, არამედ მას ექნება მხოლოდ ტექნიკურად ამ საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება. ეს არ არის  საგამოძიებო ორგანო. ჩვენ ვიღებთ დაბალანსებულ მექანიზმს ერთი მხრივ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების და  სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით.

უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონი არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს. იურისტები ვართ, შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია გვქონდეს, თუმცა აღნიშნული სრულიად გამართულად , ინტერპრეტირების გზითაც და მის გარეშეც უზრუნველყოფს სწორედ ამ ბალანსის შემუშავებას. იმას, რომ მას არ ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედების ფუნქცია.

მოქმედების ფუნქცია სსიპ-ს არ ექნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი ძალიან მაღალია, რადგან საქარტველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელს. აქედან გამნომდინარე, მისი ლეგიტიმაცია ძალიან მაღალია.