იოჰანეს ჰანმა უნდა შეწყვიტოს კოლონიალური მმართველივით მოქცევა და თავის საქმეს მიხედოს

იოჰანეს ჰანმა უნდა შეწყვიტოს კოლონიალური მმართველივით მოქცევა და თავის საქმეს მიხედოს

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა უნდა შეწყვიტოს „კოლონიალური მმართველივით“ მოქცევა და თავის საქმეს მიხედოს, - განაცხადა ევროკავშირის საქმეებში თურქეთის მინისტრმა ომერ ჩელიქმა.

თურქი მინისტრის განცხადება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის რემარკას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას არარეალისტურს გახდის.

„გაფართოების საკითხებზე ევროკომისარის გადასაწყვეტი არ არის თუ რა სისტემურ ცვლილებებს გაივლის თურქეთი. მან არ უნდა დაივიწყოს: ის იმ კავშირის გაფართოების კომისარია, რომელიც პოლიტიკურ ღირებულებებს ეფუძნება. კოლონიალური მმართველივით არ უნდა იქცეოდეს. ვფიქრობ, მას არასწორად ესმის თავისი თანამდებობა“, - განაცხადა ომერ ჩელიქმა Hürriyet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული სიტუაცია არ წარმოადგენს ორ მხარეს შორის კრიზისს, არამედ თვით ევროპის შიგნით ღირებულებების კრიზისია.