თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  დაბა მანგლისი რეკრეაციულ ზონას განეკუთვნება. საკურორტო სეზონის გახსნიდან დახურვამდე არსებული სტატისტიკური მონაცემებით მანგლისს ყოველწლიურად დაახლოებით 10 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს, აღნიშნულის გათვალისწინებით ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დაბა მანგლისის  როგორც კურორტის განვითარების ხელშეწყობა  და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღსანიშნავია რომ მანგლისში დღემდე არ არსებობდა ორგანიზებული საკანალიზაციო სისტემა, ამასთანავე პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყლით საჭიროებისამებრ უზრუნველყოფა, ხოლო იქ არსებული დასასვენებელი ზონის ინფრასტრუქტურა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას.  მიმდინარე წელს დაიწყო მანგლისში დემეტრაშვილის, სტალინის და თამარ მეფის ქუჩებზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, პროექტის ფარგლებში მოხდება  კოლექტორების და „BIOTAL”-ის გამწმებდი ნაგებობების მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ჩამდინარე წყლების სრულ ბიოლოგიურ გაწმენდას.  ხოლო გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, იგეგმება თამარ მეფის ქუჩის მოასფალტება. ამასთანავე  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს სამუშაოები   სასმელი წყლის დამატებითი დებეტის მოძიებისათის. აღსანიშნავია, რომ  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, დაბა მანგლისში განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები 2015-2016 წლებში  რეაბილიტაცია ჩაუტარდა  მანგლისის საბავშვო ბაღს, გარე განათება მოეწყო პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის მიმდებარედ და განხორციელდა 3 წყალგამტარი მილხიდების  სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულდა სარიტუალო სახლის მშენებლობა და კეთილმოწყობა. 2017 წელს დაიწყო და მიმდინარეობს დაბა მანგლისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ  გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით,  საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით ხორციელდება პროექტი  „კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო“, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაბა მანგლისში არსებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა, რის შედეგად შესაძლებელი გახდება პარკის ტერიტორიაზე ჩატარდეს სხვადასხვა სახის ფესტივალები, შეიქმნას დასვენების და გართობის პირობები. ამასთანავე დიდი ყურადღება ექცევა  საოჯახო სასტუმროების ქსელის, მომსახურების სფეროს განვითარებას და შესაბამისი კვალიფიციური კადრების გადამზადების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე დასახლებებში, მათ შორის დაბა მანგლისში  მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს გაიცა ფულადი გრანტი 141 000 ლარის ოდენობით.

მანგლისის განვითარებისათვის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაბა მანგლისს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ადგილობრივი მოსახლეობა 2016 წლიდან  სარგებლობს კანონით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური, საგადასახადო და დემოგრაფიული შეღავათებით.

საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება -1 187 500 ლარი. განხორციელების ვადები: 30.12.2016 – 18.07.2017