ფეთჰულა გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ მინახავს, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის დაზვერვის ხელმძღვანელმა დევინ ნუნიემ კვირას, Fox TV-ის გადაცემაში Chris Wallace მონაწილეობისას განაცხადა.
washingtonhatti.com საიტის მიმომხილველის ილჰან თანირის ინფორმაციით, შაბათ დღეს, გერმანიის დაზვერვის სამსახურის (BND) უფროსის ბრუნო კალის მიერ გერმანულ პრესაში განცხადების გაკეთების შემდეგ- ″თურქეთში გადატრიალების მცდელობის უკან გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები ვერ დავინახე″, ანალოგიური განცხადება ამჯერად აშშ-ის კონგრესის ხელმძღანელმა გააკეთა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ დევინ ნინუემ კვირას, Fox TV-ის გადაცემაში Chris Wallace მონაწილეობისას გიულენის და ″მოძრაობა ჰიზმეთის″ შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.
დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტ ტრამპის ახლო მოკავშირედ ცნობილმა დევინ ნინუემ კითხვაზე - ამერიკის პრეზიდენტი ფეთჰულაჰ გიულენის თურქეთისთვის გადაცემას აპირებს - პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ უნახავს. ნინუე გადაცემაში თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ერდოღანის მთავრობა უფრო და უფრო ავტორიტარული გახდა და აშშ-ს და თურქეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია.
კონგრესის დაზვერვის კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, რადგან აღნიშნული კომიტეტი აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებს ზედამხედველობას უწევს და ამ უწყების ხელმძღვანელებს დაზვერვის საკითხებში ინფორმაციას აწვდის.