უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო უპრობლემოდ დაიძლევა

უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო უპრობლემოდ დაიძლევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილისთვის გაუგებარია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშნა ე.წ. ფარული მოსმენებთან დაკავშირებით და დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანო ვეტოს დამაჯერებელად დასძლევს.

"აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვარ. ნამდვილად გაუგებარია, გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები. ბუნებრივია, აღნიშნულ ვეტოს, ისევე როგორც წინამორბედებს, უპრობლემოდ დავძლევთ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს.

პრეზიდენტის შენიშვნების მიხედვით, ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო უნდა იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისათვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.

კანონპროექტს ვეტო გიორგი მარგველაშვილმა 20 მარტს დაადო.

ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით 23 თებერვალს მიიღეს