22 მარტს, 07:00 საათიდან 12:00 საათამდე, ქვესადგურში „მენჯი 220“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთანდაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
სენაკის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ძველი სენაკის, ნოსირის, ქალაქ სენაკის გარეუბნის, ნოქალაქევის და გეჯეთის მოსახლეობას. სულ 3337 აბონენტს.
აბაშის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: კეთილარის, ეწერის, ზანათის, ქოლობანის, მარანის, ხმელარის, ნაესაკოვოს, ტყვირის და სუჯუნას მოსახლეობას. სულ 3354 აბონენტს.
ხობის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ნოჯიხევის, ზემო ქვალონის, პირველი მაისის, ბიას მოსახლეობას და ქალაქი ხობის ნაწილს. სულ 1988 აბონენტს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: ბანძას, ლეხაინდრაოს, მუხურჩას, ვედითკარის, ონოღიას, ჯოლევის, აბედათის, სერგიეთის, თამაკონის, კიტიას, გურძემის, ტალერის, კურძუს, დიდი ჭყონის და სალხინოს მოსახლეობას. სულ 8566 აბონენტს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხებისგამო.