დავით გაბისკირიას წიგნი „133/1“

დავით გაბისკირიას წიგნი „133/1“

24 მარტს პოეზიისა და პროზის მოყვარულებს საშუალება ექნებათ კიდევ ერთ ახალ, ძალიან საინტერესო წიგნს გაეცნონ. სალონური ტიპის კლუბი „Corner House“-ი, რომელიც კეკელიძის 6 ნომერში მდებარეობს, გიწვევთ დავით გაბისკირიას წიგნის „133/1“ პრეზენტაციაზე. კრებულში, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა, შესულია ავტორის მოთხრობები, ასევე ლექსები ქართულ და რუსულ ენებზე.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ რატი ამაღლობელი, გაგა ნახუცრიშვილი, მაია სასწრაფოშვილი - იორელი, გეგა ჩხაიძე, მერაბ ჭიქაშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, რომლებიც დავით გაბისკირიას ლექსებს წაიკითხავენ. პრეზენტაცია გაფორმებული იქნება იკა ახვლედიანის ფერწერული ნამუშევრებით, ხოლო მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფენ მაია სასწრაფოშვილი-იორელი, პანჩო, რცხილაძე, ანა კლემენს-გამსახურდია, ასევე საღამოში მონაწილეობას მიიღებენ გია ნიკოლაძე, ლადო ბურდული, გია გურგულია, პანჩო, თეა დარჩია, დავით ქაცარავა, ნათია გუბენკო, გიო მგელაძე და სხვები.

საღამო, 24 მარტს კლუბ „Corner House“, 19 საათზე დაიწყება და უდაოდ დაუვიწყარი იქნება ქართული ლიტერატურის მოყვარულთათვის. გთხოვთ მობრძანდეთ.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

თამუნა გაბისკირია 577570042

ნინო ასათიანი 599557009