ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაშავებულები არ არიან. 
გუშინ ღამით საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.