ნინო ქათამაძე ჯგუფ Insight- თან ერთად „ევრო 2012“- ზე იმღერებს(VIDEO)

ნინო ქათამაძე ჯგუფ Insight- თან ერთად „ევრო 2012“- ზე იმღერებს(VIDEO)

მსოფლიოს მუსიკალური სცენის ვარსკვლავები „ევრო 2012“-ისთვის ხარკოვში თავიანთ სპეციალურ გამოსვლას ამზადებენ. მათ შორისაა ქართველი ჯაზმომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ Insight-თან ერთად.

ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის გამოსვლა  „ევრო-2012“-ის ფან-ზონის რეჟისორის, ოლგა კატკოვას განცხადებით 20 ივნისაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ჩემპიონატის განმავლობაში კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლები Fatboy Slim-ი და რეპერი Pitbull-ი. ასევე დიჯეები რმინ ვან ბიურენი და ჯგუფ Black Eyed Peas-ის წევრი Taboo.

ჩემპიონათის მსვლელობისას მაყურებელთა წინაშე წარდგება უკრაინული და რუსული ჯგუფებიც. ასევე სოლო შემსრულებლები და ფოლკლორული ანსამბლი „სლობოჟანსკიე კაზაკი“.

შეგახსენებთ, 8 ივნისიდან 1 ივლისამდე „ევრო 2012“ პოლონეთსა და უკრაინაში იმართება.