გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთთან პროვოკაციების შეჯიბრში მონაწილეობა გამორიცხა. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რეგიონული გამოცემა Saarbruecker Zeitung-ს განუცხადა.
ანგელა მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ ერდოღანის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ის მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტებს, აბსურდულია.
„მე არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას ამ პროვოკაციების შეჯიბრში. შეურაცხყოფები უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელის თქმით, ერდოღანის მხრიდან ნაცისტებთან შედარებების გაკეთება უღირსია და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირებს არ შეესაბამება.