პიტერ სიიარტო - ნატო-მ თქვენ უკვე უნდა შემოგთავაზოთ წევრობის სამოქმედო გეგმა – MAP-ი

პიტერ სიიარტო - ნატო-მ თქვენ უკვე უნდა შემოგთავაზოთ წევრობის სამოქმედო გეგმა – MAP-ი

ნატო-მ თქვენ უკვე უნდა შემოგთავაზოთ წევრობის სამოქმედო გეგმა – MAP-ი. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. 
 პიტერ სიიარტოს თქმით, აღნიშნულ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე შეეხო და მან მკაფიოდ გამოხატა, რომ საქართველომ MAP-ი უნდა მიიღოს. 
“ჩვენ ვაღიარებთ ყველა იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ნატო-ს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ახორციელებს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მისიას ავღანეთში, თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აქ და გვინდა, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატო-ს და ნატო უფრო მეტად დაუახლოვდეს საქართველოს ბევრად დაჩქარებულად, ვიდრე ახლა ეს ხდება”, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.