ეკა ბესელია - რომელი პოლიტიკური ჯგუფი იდგა ბათუმის მოვლენების უკან ჩანს, ახლა უნდა დადგინდეს, ამ ჯგუფის რომელი პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული

ეკა ბესელია - რომელი პოლიტიკური ჯგუფი იდგა ბათუმის მოვლენების უკან ჩანს, ახლა უნდა დადგინდეს, ამ ჯგუფის რომელი პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული

ბათუმის მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის უდიდესი განსხვავება, რაც ჩვენ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

"სწორედ ამის გამო მოხდა სპეციალური დანიშნულების რაზმის, სპეციალური საშუალებების გამოყენება მაშინ, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა მსხვერპლის თავიდან აცილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ სახელმწიფოს აქვს თმენის მაღალი ვალდებულება, მოსახლეობის დაცვის და ამავდროულად სწორი და პროპორციული რეაგირების" , - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. 

"ჩვენ ველოდებით, რომ გამოაშკარავდეს, ვინ, რომელი პოლიტიკური ჯგუფი იდგა ამის უკან. რომელი პოლიტიკური ჯგუფიც იდგა ჩანს, მაგრამ ამ პოლიტიკური ჯგუფის რომელი პოლიტიკოსები იდგნენ ამ ყველაფერის უკან და იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ეს უნდა გამოჩნდეს ამ გამოძიების შედეგად", - განაცხადა ბესელიამ.