ალეპოს პროვინციის სოფელ ალ ჯინაში მეჩეთის დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სირიის უფლებადამცველ ობსერვატორიაზე დაყრდნობით, „როიტერი“ ავრცელებს.
დაღუპულთა უმეტესი ნაწილი მშვიდობიანი მოსახლეობაა. ამ დროისთვის უცნობია, რომელმა ავიაციამ განახორციელა მოსახლეობაზე საჰაერო თავდასხმა.