საფრანგეთში სკოლაზე თავდამსხმელი იმავე სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა, რომელიც მეგობრების მხრიდან დაცინვის ობიექტი იყო

საფრანგეთში სკოლაზე თავდამსხმელი იმავე სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა, რომელიც მეგობრების მხრიდან დაცინვის ობიექტი იყო

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ გრასის ერთ-ერთ სკოლაზე თავდამსხმელი იმავე სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა. 17 წლის მოსწავლე მეგობრების მხრიდან დაცინვის ობიექტი იყო, - იუწყება ფრანგული გამოცემა Nice Matin.
„ჩვენ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ტერორისტული აქტის ვერსია, რომელზეც აქამდე იყო საუაბარი. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანთან“, - განაცხადა პროვანს-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონის ხელმძღვანელმა კრისტიან ესტროზიმ.