ვულკან „ეტნას“ ამოფრქვევის შედეგად „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტთა ჯგუფი დაშავდა

ვულკან „ეტნას“ ამოფრქვევის შედეგად „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტთა ჯგუფი დაშავდა

სიცილიაზე, ვულკან ეტნას ამოფრქვევის შედეგად „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტების ჯგუფი და ტურისტები დაშავდნენ. 

„ბევრი დაშავდა, ზოგმა თავის ტრავმა მიიღო, ზოგს დამწვრობა აღენიშნება“, - წერს „ტვიტერის გვერდზე „ბი-ბი-სის“ რეპორტიორი რებეკა მორელი.

ვულკანის ძლიერი ამოფრქვევისას ჯგუფს ცხელი ქვები მოხვდა, ზოგიერთმა ადამიანმა ორთქლის შედეგად დამწვრობა მიიღო.

კორესპონდენტის ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, ზოგიერთის ევაკუაცია კი მთიდან მაშველებმა განახორციელეს.