უმრავლესობის დეპუტატი ბათუმის მოვლენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს

უმრავლესობის დეპუტატი ბათუმის მოვლენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს

საპარლამენტო უ8მრავლესობის წევრის ბიძინა გეგიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიას“ ინტერესშია ქვეყანაშიარეულობა, შესაბამისად, ის ბათუმის მოვლენებს ამ პარტიას უკავშირებს.

„ბათუმის მოვლენებს მეც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუკავშირებ და მგონი, ეს ყველასთვის ცხადია, რადგან მათი ინტერესია ქვეყანაში  მოხდეს არეულობა, დესტაბილიზაცია. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი ჰქონდათ ამისკენ მიდრეკილება. ახლა, როდესაც ნახეს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მათი დაბრუნება გამორიცხულია,  მხოლოდ დესტაბილიზაციით და არეულობით ფიქრობენ  ქვეყანაში თავიანთი პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას“, - განაცხადა გეგიძემ.