ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი წესით 6 პირი დააკავეს

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი წესით 6 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ბათუმში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 6 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ამჯერად საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ საფუძველზეა აღძრული.

დაკავება განხორციელდა ორი მუხლით. ესენია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 - ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

„გამოძიება გრძელდება. ვაგრძელებთ პირების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების შეგროვებას“, - განაცხადეს შსს-ში.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  რამდენიმე ათეული პირის დაკავება მოხდა, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.