იმისათვის, რომ შენს მეტოქეს შეცდომა დააშვებინო, დაანახო საზოგადოებას მისი სახე, საჭიროა დრო მისცე, რომ თავი გამოიჩინოს

იმისათვის, რომ შენს მეტოქეს შეცდომა დააშვებინო, დაანახო საზოგადოებას მისი სახე, საჭიროა დრო მისცე, რომ თავი გამოიჩინოს

დაშლის ეპიზოდი იყო აბსოლუტურად სწორი და განსხვავებული იმისგან, რასაც წინა ხელისუფლებამ მიგვაჩვია, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან განმარტა ხელისუფლებამ, შესაძლებელია სპეცდანიშნულების რაზმი გამიზნულად გამოიყვანა გვიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის სახე ეჩვენებინა საზოგადოებისთვის.

”შედეგი არ დადგა სასურველი მისთვის, ვისაც სჭირდებოდა. გამოდის, რომ სპეცსამსახურების მუშაობა შედგა. შედეგი მივიღეთ ის, რომ აქციამ ის მასშტაბები ვერ მიიღო, რაც ჩანაფიქრში იყო. საზოგადოებას არ მოსწონს სპეცსამსახურებისა და პოლიციის გარკვეული პაუზა, რამაც ქალაქის დანგრევა გამოიწვია. საზოგადოების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ დავუშვათ ცინიკური გათვლაც. თავიდან რომ აღეკვეთათ, მაშინ ჩვენ ამ თემაზე არ ვილაპარაკებდით, რომ ვიღაცა სხვა პოლიტიკური ძალებიც იყო ჩართული. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო აქცია, რომელიც პოლიციამ აღკვეთა. მომავალში ისტორია განსჯის იმას, შესაძლებელია კარგიც მოხდა, რომ მავანმა თავისი სახე გამოაჩინა. მართალია, ძალიან დიდი უბედურება შეიძლება შეგვმთხვეოდა, ხელისუფლებამ დანის წვერზე გაიარა, მაგრამ მასშტაბური უბედურება თავიდან ავიცილეთ. დაშლის ეპიზოდი იყო აბსოლუტურად სწორი და განსხვავებული იმისგან, რასაც წინა ხელისუფლებამ მიგვაჩვია. ეს ძალიან კარგი იყო. დროზე რეაგირება ხელისუფლებამ ვერ მოახდინა თუ არ მოახდინა? არ ვიცი. არ არის გამორიცხული, რომ არ მოახდინა. ზუსტად იმიტომ, რომ ამ საზოგადოების, პოლიტიკური ძალის სახე გამოჩენილიყო. შეიძლება ასეც მოხდა. კი შეეწირა ამას ბათუმის ცენტრი, შეეწირა უამრავი მანქანა, ადამიანების ნერვები, მაგრამ ასეთი რამ არსებობს პოლიტიკაში. იმისათვის, რომ შენს მეტოქეს შეცდომა დააშვებინო, დაანახო საზოგადოებას მისი სახე, საჭიროა მისცე დრო რომ თავი გამოიჩინოს”, - განაცხადა არეშიძემ.