პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ბოდიში მოიხადოს.
"პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მე მგონი, ცალსახად უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც წახალისებას აკეთებდა, ართულებდა მდგომარეობას ბათუმში და ასხამდა ნავთს ცეცხლზე. მე მგონი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკური ძალის უნარი უნდა იყოს. თუ შეუძლიათ რომ წაახალისონ ვანდალიზმი, პატრულის მანქანების დაწვა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ისიც უნდა შეეძლოთ, რომ მერე ბოდიში მოიხადონ",- განაცხადა ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ჩუგოშვილის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა ისაუბრონ.