მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრთა გადაყვანა დროებით შეჩერებულია

მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრთა გადაყვანა დროებით შეჩერებულია

მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრთა გადაყვანა დროებით შეჩერებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. თუ რა სახის ტექნიკური ხარვეზია, კომპანიაში არ აკონკრეტებენ. „ახმეტელისა“ და „სარაჯიშვილის“ სადგურებზე მოძრაობის აღდგენის მიზნით ადგილზე უკვე იმყოფება ტექნიკოსთა ჯგუფი.

კომპანიაში ასევე ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის აღდგება აღნიშნულ მეტროსადგურებში მგზავრთა გადაყვანა.

მეტროპოლიტენის აღნიშნულ ორ სადგურზე ტექნიკური ხარვეზი 13:35 საათზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც მოძრაობა შეჩერდა.

მეტროპოლიტენი მგზავთა გადაყვანას მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამიშვილამდე“ და პირიქით, ახორციელებს.