ესპანეთის პოლიციამ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები „ქართული მაფიის“ წევრები არიან.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში ჩატარდა, 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.

ესპანეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ ბინებისა და სახლების გატეხვასა და გაძარცვაში ქვეყნის მასშტაბით.

„პოლიციის აგენტებმა განხორციელებული ოპერაციის ფარგლეში უამრავი საიუველირო ნაკეთობა, ელექტრონული მოწყობილობები, 13.000 ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები ამოიღეს“, - წერს ესპანური ABC.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გახსნეს.