აშშ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას გმობს

აშშ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას გმობს

აშშ-მა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევიდა, - იუწყება „რადიო თავისუფლება“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინადადება.

„აშშ გმობს რუსთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონის „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ინტეგრირების შესახებ. ვაშინგტონის პოზიცია „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან დაკავშირებით მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია“, - განუცხადა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.