ჰოლანდიის ხელისუფლების ქმედებებს არაფერი აქვს საერთო „კულტურისა“ და „თანამედროვე სამყაროს“ ცნებებთან, - სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ფაქტობრივად მთელ ევროპაში მობილიზებულია ძალისხმევა თურქეთში 16 აპრილისთვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის წარუმატებლობისთვის. ადგილი აქვს თავდასხმებს ჩემს მიმართ. ამ საკონსტიტუციო რეფერენდუმს არანაირი კავშირი არ აქვს ჩემთან და მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლას უკავშირდება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ევროპა საკუთარი ფობიების კლანჭებში იმყოფება. „იზრდება შიში თურქებისა და ისლამის წინაშე. მათ დევნილების კი ეშინიათ. ყველაფერი, რაც უცხოა, მათთვის მტრულია“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
„თურქეთთან დაპირისპირების გამო ევროკავშირის ღირებულებები განადგურებულია. ამიტომ ხომ არ ტოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს?! ბრიტანელებმა რეფერენდუმი ჩაატარეს და გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე. ამიერიდან არც ევროკავშირის წარმომადგენლებს, არც ცალკე აღებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება ვინმეს დემოკრატიის შესახებ ლექციები წაუკითხონ. ფაშიზმის სული აღორძინდება ევროპაში“, - აღნიშნა ერდოღანმა.