ანა დოლიძე - ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციები დავასრულეთ და რამდენიმე დღე გვაქვს, რომ ჩამოვყალიბდეთ, მოვაწერთ თუ არა „მოსმენების კანონს“ ხელს

ანა დოლიძე - ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციები დავასრულეთ და რამდენიმე დღე გვაქვს, რომ ჩამოვყალიბდეთ, მოვაწერთ თუ არა „მოსმენების კანონს“ ხელს

ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან, - ამის შესახებ პრეიზდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წევრებისა და პრეიზდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. 
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა მათ გააცნეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, ასევე გაუზიარეს ერთმანეთს თავისი სკეპტიციზმი. 

„ჩვენ დღეს დავასრულეთ კონსულტაციები ოპოზიციურ ფრაქციებთან და გვაქვს რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ხელს მოვაწერთ თუ არა ამ კანონს თუ დავაბრუნებთ პარლამენტში ჩვენი მოტივირებული შენიშვნებით. გვაქვს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა 21 მარტამდე, შესაბამისად, გვაქვს საშუალება მეტი დრო დავუთქმოთ ანალიტიკას და მუშაობას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.