გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ–მინისტრის კიევში დაგეგმილ ვიზიტზე, სადაც სუამ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ–მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.