საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს, სახელმწიფო სახსრების მითვისების საქმის გამოძების ფარგლებში, თავისი მეუღლის ფიქტიური დასაქმების საკითხზე ოფიციალური ბრალდება წაუყენეს, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესს“ ფრანსუა ფიიონის ადვოკატმა ანტონენა ლევიმ განუცხადა. 

თავის მხრივ საფრანგეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ბრალდების წაყენების ფაქტი დაადასტურეს. 

სკანდალი ფრანსუა ფიიონის ირგვლივ მას შემდეგ განვითარდა, რაც ფრანგულმა გამოცემამ Le Canard Enchaine ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ფრანსუა ფიიონის მეუღლე პენელოპა ფიიონი წლების განმავლობაში ფიქტიურად იყო დასაქმებული ფრანსუა ფიიონის, იმ დროს სენატორის თანაშემწედ პარლამენტის აპარატში. ამაში ის ანაზღაურებას იღებდა, თუმცა სამსახურეობრივ მოვალეობებს არ ასრულებდა, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. 
გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენელოპა ფიიონმა ანაზღაურების სახით 900 ათასი ევრო მიიღო. 2005-2007 წლებში კი სენატში მუშაობის პერიოდში ფრანსუა ფიიონმა თავის აპარატში ფიქტიურად დაასაქმა თავისი შვილები, რაშიც მათ ანაზღაურების სახით 84 ათასი ევრო აიღეს.