ვახუშტი მენაბდე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სახელმწიფოსთვის სავალდებულო გასაზიარებლად

ვახუშტი მენაბდე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სახელმწიფოსთვის სავალდებულო გასაზიარებლად

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სავალდებულო გასაზიარებლად სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომელიც მოსაზრებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო და შესასრულებელი არ არის. 

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ უფლებებს შორის კონკურენციაზე, ეს ერთ-ერთი მწვავე თემაა ადამიანის უფლებების თეორიასა და პრაქტიკაში და ის წყდება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ცალსახად. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფლებები მნიშვნელობით ერთმანეთს აღემატებიან, სხვადასხვა სპეციფიკიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საქმეზე სასამართლო იღებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის ძალიან კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სასამართლო და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სახელმწიფოსთვის სავალდებულო გასაზიარებლად ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.