ვადასტურებ, რომ პირადად მე და რამდენიმე დეპუტატმა ჩვენება მივეცით

ვადასტურებ, რომ პირადად მე და რამდენიმე დეპუტატმა ჩვენება მივეცით

პატივი დაგვდეს სამართალდამცავებმა და მოვიდნენ ჩვენთან. ეს არის აპრობირებული მეთოდი და დეპუტატი რომ წავიდეს გამომძიებელთან, ვფიქრობ, უფრო უხერხულია, - ასე უპასუხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის " წევრების განცხადებას.

მმართველი გუნდის წევრი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენლების მისვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ 11-12 მარტს მომხდარი ფაქტის გამოძიებას ენდობა.

"ეს არის სრულიად არასერიოზული და აგონიაში მყოფი ხალხი. სამართალდამცავები სადაც საჭიროდ ჩათვლიან იქ მივლენ. მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებას და ვიცით, რომ უახლოეს დღეებში პირველადი შედეგები გახდება ცნობილი და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ვადასტურებ, რომ პირადად მე და რამდენიმე დეპუტატმა ჩვენება მივეცით. პატივი დაგვდეს სამართალდამცავებმა და მოვიდნენ ჩვენთან. მათი მმართველობის დროს თავად დადიოდნენ პოლიციაში. დეპუტატები ვართ და თავად მოვიდენენ. ეს არის აპრობირებული მეთოდი და დეპუტატი რომ წავიდეს გამომძიებელთან, ვფიქრობ უფრო უხერხულია, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკური თანამდებობის პირები. სამართალდამცავები ვის დაკითხვასაც გადაწყვეტენ, მათი საქმეა, მე ვერ ჩავერევი", - აცხადებს ვლადიმერ მგალობლიშვილი.