როდესაც პრეზიდენტი რაიმე თანამდებობაზე წარადგენს კანდიდატურას, ის თან არ აყოლებს რაიმე ვალდებულებებს მის წინაშე

როდესაც პრეზიდენტი რაიმე თანამდებობაზე წარადგენს კანდიდატურას, ის თან არ აყოლებს რაიმე ვალდებულებებს მის წინაშე

როდესაც პრეზიდენტი რაიმე თანამდებობაზე წარადგენს კანდიდატურას, მით უმეტეს მოსამართლეობაზე, ის თან არ აყოლებს რაიმე ვალდებულებებს მის წინაშე, - ამის შესახებ რადიო ”პალიტრის” გადაცემაში ”რეზიუმე”, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიული მმართველობა და დემოკრატი პრეზიდენტი, დიქტატურისგან იმით განსხვავდება, რომ სხვებს მის წინაშე არ ავალდებულებს. გადაცემა ”რეზიუმე”-სთან საუბრისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თავი შეიკავა შეეფასებინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თავის დროზე გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარუდგინა.

”როდესაც პრეზიდენტი რაიმე თანამდებობაზე წარადგენს კანდიდატურას, მით უმეტეს მოსამართლედ, ის თან არ აყოლებს რაიმე ვალდებულებებს მის წინაშე. პრეზიდენტმა წარადგინა მოსამართლეები და ბუნებრივია მათ უნდა მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ის გადაწყვეტილებები, რომელსაც თავად თვლიან საჭიროდ. რაც შეეხება ნინო გვენეტაძეს, მე ცალკეულ მოსამართლეებს ვერ შევაფასებ”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.