მნიშვნელოვანია, რომ ”ქართული ოცნების” აღვირახსნილი პოლიტიკის წინააღმდეგ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა პრეზიდენტთან ერთად მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცება

მნიშვნელოვანია, რომ ”ქართული ოცნების” აღვირახსნილი პოლიტიკის წინააღმდეგ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა პრეზიდენტთან ერთად მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცება

ვაცნობიერებ, რომ ძალიან ადვილად გადალახავს ”ქართული ოცნება” ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა პრეზიდენტთან ერთად მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია იმ აღვირახსნილი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ”ქართული ოცნება” ატარებს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან ისაუბრეს თითქმის ყველა თემაზე, მათ შორის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის შესახებ სასამართლო საკითხებზე და ბათუმთან დაკავშირებითაც, სადაც ნიკა მელიას ინფორმაციით, ასეულობით ტურისტმა გააუქმა ჯავშანი სეზონზე, ვინაიდან საქართველო არასტაბილურ ქვეყანად გამოჩნდა მიმდინარე მოვლენების გამო.

”რაც შეეხება მოსმენების კანონს, ჩვენი პოზიციაა, რომ მას პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს. ვაცნობიერებთ, რომ ძალიან ადვილად გადალახავს ”ქართული ოცნება” ვეტოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა პრეზიდენტთან ერთად მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იმ აღვირახსნილი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ”ქართული ოცნება” ატარებს”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ და მოუწოდეს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს.