ნატო აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ „არჩევნებს“ არ აღიარებს

ნატო აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ „არჩევნებს“ არ აღიარებს

ნატო არ აღიარებს 12 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„აღნიშნული „არჩევნები“ ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის მტკიცე დარეგულირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“.

„ალიანსი კვლავ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.