მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს შესაძლებლობას განიხილავს

მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს შესაძლებლობას განიხილავს

მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ მოძრაობა ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

”მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი განიხილავს ვეტოს შესაძლებლობას, სწორედ იმის გამო, რომ ამ კანონში არის ძალიან ბევრი არასასურველი რამ, რაც ეხება სტრუქტურას, რაც ეხება ბიზნესზე ზეწოლას და ა.შ. ჩვენი შეთავაზებებიც სწორედ ამ მიმართულებებს ეხება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრები პრეზიდენტს შეხვდნენ და ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებები გააცნეს.