შს მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა

შს მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შს მინისტრმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა და სამართალდამცველებს შესაბამისი დავალებები მისცა.