არავის უნდა შერჩეს და აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა

არავის უნდა შერჩეს და აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა

არავის უნდა შერჩეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ეფექტს ატარებდა და აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი თქმით, ამ სერიოზული პროვოკაციის თავიდან აცილება შეძლო.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისი მოზომილი, მომთმენი, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით, რომ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას თავი ავარიდეთ და მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა პოლიციელებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო, მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის, ასევე, აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. გამოძიება მიმდინარეობს და არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ეფექტს ატარებდა. გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.