აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა პარასკევისთვის გადაიდო, ვაშინგტონში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა პრესკონფერენციაზე განუცხადა.
„პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამინდის გათვალისწინებით შეხვედრა გადადონ. შეხვედრა პარასკევს, 17 მარტს შედგება. შეხვედრების განრიგი უცვლელი დარჩა“, - განუცხადა შონ სპაისერმა ჟურნალისტებს.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვაშინგტონში ვიზიტი დღეს უნდა შემდგარიყო.