ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ელენე ხუშტარიასა და უმრავლესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ელენე ხუშტარიასა და უმრავლესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ელენე ხუშტარიასა და უმრავლესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა.

კომიტეტის სხდომაზე ხოშტარიამ განცხადების გაკეთება ითხოვა, რაც მისივე თქმით, მთავრობის კანცელარიასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების შიმშილობის აქციას ეხებოდა.

სხდომის წამყვანმა გედევან ფოფხაძემ ოპოზიციონერ კოლეგას განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა და მიუთითა, რომ რეგლამენტით დადგენილ პროცედურასა და სხდომის დღის წესრიგს ვერ დაარღვევდა. ფოფხაძის პოზიცია უმრავლესობის წევრებმაც გაიზიარეს, რასაც ელენე ხოშტარიას პროტესტი მოჰყვა. მან კოლეგებს მიმართა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს კანცელარიასთან მოშიმშილე ადამიანების საკითხი უნდა აინტერესებდეს.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, სხდომის შემდეგ მას შეუძლია მოშიმშილეებს შეხვდეს.