როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დასრულებული არ არის, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი საჯარო შეხვედრებისას

როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დასრულებული არ არის, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი საჯარო შეხვედრებისას

როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დასრულებული არ არის, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი საჯარო შეხვედრების დროს, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია“.

“თუკი ჩვენ კანონით და კონსტიტუციით დადგენილ პროცედურას მივყვებით, ეს არის ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა კონკრეტული პროექტის მომზადების შემდეგ, კონკრეტული საკონსტუტიციო ცვლილებების ირგვლივ იწყება. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საბოლოო სახით დასრულებული არ არის და არ არის შესათავაზებელი ფორმით, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი ამ საჯარო შეხვედრის დროს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

პრეზიდენტი კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია“ დღეს თელავიდან იწყებს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს.