თუ საქმეს არ შეწყვეტენ, სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პროკურატურას არაერთხელ მივმართე, შეწყვიტეთ საქმე-მეთქი, ჩუმად ვარ ჯერჯერობით, რადგან ვიცავ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ინტერესებს, მაგრამ თუ საქმეს არ შეწყვეტენ, ძალიან ბევრი რამე ვიცი. ველოდები გამოძიებას, თუ არადა ამას მსვლელობა მიეცემა, სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს, ვურჩევ, დაამთავრონ ეს სპექტაკლი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.