როგორც ბეჟანიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ის, რაც მოხდა, შესაძლოა ისეთ უმართავ პროცესებში გადაზრდილიყო, რაც ძალიან სერიოზულ შედეგებს გამოიწვევდა.
”პროტესტი, აქცია ბათუმში სპონტანურად, ემოციურ ნიადაგზე დაიწყო. ის, რაც თავიდან ხდებოდა იყო სპონტანური მიტინგი. მოგვიანებით მასში პოლიტიკური ძალები ჩაერია. ამის დამადასტურებელი საბუთები ბლომადაა - მათი აქტიურობა, მანქანების მოძრაობა. ტელეეთერში ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტი გამოჩნდა. მიტინგი გახდა გარკვეუწილად მათ მიერ მართვადი, რამაც ყველაფერი ვანდალიზმში გადაიყვანა”, - განაცხადა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
ამასთან, ლევან ბეჟანიძე გამორიცხავს, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა ადგილობრივ სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირებასთან იყოს დაკავშირებული.
”ნებისმიერმა ნორმალურმა ადამიანმა იცის, რომ მიტინგი ნებისმიერ მომენტში შეიძლება უმართავ პროცესში გადავიდეს და ვინ აიღებს ასეთ რისკებს საკუთარ თავზე, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის თანამდებობიდან გადაყენება მიტინგის გზით დაგეგმო?! ეს არის გამორიცხული! თანამშრომლის მოხსნას მინისტრის ერთი ბრძანება სჭირდება”, - აღნიშნა ბეჟანიძემ.