მამა გიორგის პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას

მამა გიორგის პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას

მამა გიორგი მამალაძე მზად არის ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი, - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, დეკანოზს ციანიდი საერთოდ არ შეუძენია.

„დასვან რამდენი კითხვაც უნდათ, მაგრამ ერთხელ უკვე მამა გიორგიმ ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი. დანარჩენი საზოგადოებრივი, ცხოვრებისეული თუ ექნებათ, დასვან და ვისაუბრებთ“, - დასძინა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დეკანოზის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს, ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მოწმე ირაკლი მამალაძე თავისი მეგობრების მოწმედ დაყენებას აპირებს, რომ იარაღი მისი არ არის, რასაც დაკავებული დეკანოზი ამტკიცებს.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით კი, პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას.

„რაც მის საქმესთან შემხებლობაში იქნება, გასცემს პასუხებს. პროკურატურის ამოცანა თუ ის იქნება, რომ 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულები მამა გიორგის დახმარებით გახსნან, ის ფიზიკურად ვერ უპასუხებს“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დაახლოებით ერთი საათის წინ განახლდა.