ციხეში დაკითხვისას გიორგი მამალაძემ თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდება, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, დადასტურებულია, რომ ის ძლიერმოქმედი შხამით მიემგზავრებოდა გერმანიაში თეთრუაშვილის მოსაკლავად.
„ეს მისი სიტყვებია. თეთრუაშვილს გიორგი მამალაძე აღიქვამდა დამაბრკოლებლად, რასაც დაუფარავად აცხადებს კიდეც. ბრალდებულს იმდენად სძულდა დაზარალებული, რომ ციხეში დაკითხვისას თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა, რაც ადვოკატებმა სასწრაფოდ ამოშალეს ოქმიდან, თუმცა ეს ვიდეოკამერამ დააფიქსირა. საქმეზე არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ მამალაძე გეგმავდა სხვა პირის მკვლელობასაც“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.