ამ წუთისთვის სიტუაცია სრულიად განეიტრალებულია და პოლიცია ვითარებას აკონტროლებს

ამ წუთისთვის სიტუაცია სრულიად განეიტრალებულია და პოლიცია ვითარებას აკონტროლებს

ამ წუთისთვის სიტუაცია სრულიად განეიტრალებულია და პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა. 

შს მინისტრის თქმით, სამართალდამცველები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ არც ბათუმში და არც საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში მსგავს ვანდალიზმს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმებს. 

”ვფიქრობ, გადაჭარბებული შეფასებებია მიცემული ამ ფაქტზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში. მათ არაფერი დაურღვევიათ. თუკი ვინმეს უფლება დაირღვა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს და უწყებას. მაგრამ პროტესტის გამოხატვის ის ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია.

ამ წუთისთვის სიტუაცია სრულიად განეიტრალებულია და პოლიცია სიტუაციას სრულად აკონტროლებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ არც ბათუმში და არც საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში მსგავს ვანდალიზმს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმებს”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

რაც შეეხება კითხვას, გამკაცრებულია თუ არა ბათუმში ურჩი მძღოლების მიმართ საპატრულო ღონისძიებები, მინისტრმა განმარტა, რომ გამკაცრებული არ არის და პოლიციელები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.