ბობ დილანმა თავი შეგვახსენა

ბობ დილანმა თავი შეგვახსენა

გუშინ გამოცემამ „Rolling Stone” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი ახალი სტუდიური ნაშრომის ჩაწერას ასრულებს.

მუსიკოსის კარიერაში რიგით 35-ე ალბომის დასახელება ჯერჯერობით უცნობია. ის გაყიდვაში მიმდინარე წლის დასასრულს გამოვა.

ცნობილია, რომ ჩანაწერში ათი კომპოზიცია იქნება განთავსებული.

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა 14 წუთიანი სიმღერა ჩაწერა. ეს კომპოზიცია „ტიტანიკის“ ტრაგიკულად დაღუპვის თემას მიეძღვნა და რასაკვირველია ახალ ალბომში იქნება წარმოდგენილი.

დისკზე მუშაობა ქალაქ სანტა-მონიკაში მდებარე ჯექსონ ბრაუნის ხმის ჩამწერ სტუდიაში მიმდინარეობს. ბობ დილანის წინა ალბომმა „Christmas in the Heart” დღის სინათლე 2009 წელს იხილა.